"ღმერთო სამშობლო მიცოცხლე . . ."

"ღმერთო სამშობლო მიცოცხლე . . ."

среда, 10 декабря 2008 г.

"ცრემლიანი არდადეგები"-დღუირები

             “მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
               საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.”



     საქართველოს ძველთაგანვე უამრავი მტერი ჰყავდა.მაგალითად: სპარსეთი, მონღოლეთი, რუსეთი და ა. შ.ყველანი ცდილობდნენ საქართველო თავისი გავლენის
ქვეშ მოექციათ. იყო უამრავი ომი. მრავალი მარცხი განვიცადეთ, თუმცა სულით არ დავცემულვართ. მრავალი მოგებული ბრძოლაც ახსოვს ქართველ ხალხს.
ახლაც, მიუხედავად რუსეთთან ჩვენი მარცხისა,ქართველები არ შეეგუებიან დამარცხებას და აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს.                              

                                  “ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

                                    ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!

                                    ჩვენ, შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,

                                    მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.”


                                                                                        გია     დაღელაშვილი

                

 

                                    “სამშობლოს არვის წავართმევთ,    

                                      ნურც ნურვინ შეგვეცილება,

                                      თორემ ისეთ დღეს დავაყრით,

                                      მკვდარსაც კი გაეცინება.”


    მე მიყვარს ჩემი სამშობლო – საქართველო, ვამაყობ მისი წარსულით, აწმყოთი და მჯერა მისი მომავლის. მე მაგონდება საქართველო-რუსეთს შორის წარმოებული უთანასწორო ბრძოლა და თვალწინ მიდგას სამშობლოსათვის თავდადებული შვილები: ცხრა ძმა ხერხეულიძე, დემეტრე თავდადებული, ცოტნე დადიანი დასხვები, რომლებიც მამულისათვის იბრძოდნენ.

   საქართველოს მრავალი ბრძოლა ახსოვს, წაგებულიც და მოგებულიც, ბევრმა მამულიშვილმა თავი გასწირა სამშობლოსათვის, ზოგი მათგანი ‘უცნობ ჯარისკაცად” გადაიქცა, მაგრამ სულით მაინც არ დავეცემით.         

                                 “რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

                                 სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ

                                  და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს

                                  როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე.”



                                                                            სანდრო მიქელაშვილი



                                                     ტკივილიანი არდადეგები



     მე ვარ გვანცა კასრაძე, დავიბადე და გავიზარდე სოფელ ერგნეთში, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება. მენატრება ჩემი სახლი, ჩემი ეზო, ჩემი მეგობრები: ეთო, ვერიკო, მარი, შალვა და სხვები. ეს ბავშვები ახლა თბილისის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ, რადგანაც ოსებმა სახლები დაგვიწვეს. მთელ ზაფხულს სოფელში ვატარებდი მათთან ერთად, ვთამაშობდი და ვერთობოდი. მშობლები გარეთ არ გვიშვებდნენ, რადგანაც ცხინვალთან ახლოს ვცხოვრობდით და ხშირად გვესროდნენ ხოლმე. გულ-გახეთქილები ხან სად ვიმალებოდით ხან სად. შემდეგ კი როდესაც გორი დაიბომბა მშობლებმა თბილისში წამიყვანეს....

   ამ არდადეგებზე დაიბადა ჩემი ძმა, რომელმაც სულ დამავიწყა ომიც და შიშიც.


                                                                                               გვანცა კასრაძე


                                                       * * *

     საქართველო ოდითგანვე ძალიან ლამაზი ქვეყანა იყო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა უმშვენიერესი ბუნებით. სწორედ ამის გამო საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ თავს გვესხმოდნენ: ოსები, თურქები და სხვები. მაგრამ ქართველები ყოველთვის მედგრად იდგნენ თავის მიწის  სადარაჯოზე და მტერს ებრძოდნენ.
     საუკუნების მანძილზე მტერი ცდილობდა საქართველოს დაჩაგვრას. იყო ბევრი დიდი და მძიმე ომი, იღუპებოდა ბევრი მეომარი. ქართველი ხალხი ზოგჯერ მოგებული, ზოგჯერ კი დამარცხებული ბრუნდებოდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიდა და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა სამშობლოს მთიანობისათვის.
   მე მჯერა რომ საქართველო გაბრწყინდება, ჩვეენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.
ღმერთი დაგვლოცავს და გაგვამთლიანებს. უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი, ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ!    ამინ!

                                                                                  მიშიკო მთიულიშვილი



                                           * * *

     6 აგვისტო რომ გათენდა მე და ბებო თბილისში წავედით. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და მოინდომა მისი დაპყრობა. 7 აგვისტოს დაიბომბა გორი და გორის რაიონის სოფლები. ჩემი და-ძმა მშობლებმა ბოშურში წააიყვანეს. შემდეგ წეროს ხევის დედთა მონასტერში. იქაც გამოჩნდა რუსის ჯარი. აქედანაც წამოვიდნენ და ყველანი კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის დედათა მონასტერში დავბინავდით. 10 დღის შემდეგ ჩამოვედით თბილისში და წვედით წყნეთში. ომის პერიოდში ჩემი მამა გორში იყო. იგი ეხმარებოდა დაჭრილ ქართველ მეომრებს. ჩამოვედით გორში. მე ვნახე დანგრეული და დანაგვიანებული გორი. ძალიან განვიცდი როცა ვუყურებ ტელევიზორში დანგრეულ სოფლებს, დანგრეულ ხიდებს და ლტოლვილებს, ჩემხელა გოგო-ბიჭებს რომლებიც უსახლკროდ დარჩნენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა არ მოაკლებს მზრუნველობს, ყველას აუშენებს სახლს და ყველა ლტოლვილს თავის სახლ-კარს დაუბრუნებს.

                                                                                                        ელენე კასრაძე



                                             * * *
   მე ვარ ლუკა ბლუაშვილი. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ გორში.  ყოველ არდადეგებზე ვისვენებდი სოფელში. ჩემ ლამაზ სოფელს თამარაშენი ერქვა.  ძალიან მიხაროდა იქ ჩასვლა. ჩემი სოფელი ძალიან ლამაზი იყო. ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც ეხლა თბილისში არიან და ძალიან მენატრებიან. როცა ომი დაიწყო მაშინ სოფელში ვისვენებდი. ბებომ სროლების დროს  ოთახში დამმალა და მერე გორში წამომიყვანეს. სოფლიდან იმ
იმედით წამოვედი, რომ უკან ისევ დავბრუნდებოდი, მაგრამ მერე გორიდანაც გავიქეცით. ეხლა უკვე ვიცი რომ თამარაშენში ჩემი სახლი დაანგრიეს და ლამაზი სოფელი გადაწვეს.
ძალიან მენატრება ჩემი სოფელი. მე მჯერა რომ ისევ ვითამაშებ ჩემს ეზოში და არდადეგებზე ისევ წავალ თამარაშენში.

                                                                                   ლუკა ბლუაშვილი



                                         ჩემი სამშობლო საქართველოა

    ჩვენ მიწა წყალს საქართველო ჰქვია. საქართველოს თურმე მრავალი მტერი ჰყავდა. მოსწონდათ ჩვენი სამშობლო და გვეომებოდნენ. ქართველები გაუმკლავდნენ ამ დიდ დარტყმებს და თავგანწირული ბრძოლით შეგვინარჩუნეს სამშობლო. მე ეს გადმოცემით ვიცი, ვისწავლე.
    მაგრამ . . . ნამდვილი ომი ჩემი თვალით ვნახე. როგორ იბომბებოდა გორი, როგორ გარბოდა ხალხი და მე ძალიან მეშინოდა. ჩვენ თბილისში გავიქეცით. იქ ჩემი დეიდაშვილები დამხვდნენ და მომიყვნენ როგორ დაიბომბა მათი სოფელი ვარიანი. ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დუბომბავთ თურმე. ჩვენი დედაენის დამწერის, ჩვენი განმანათლებლის სახლი როგორ დაბომბეს რუსებმა არ სცხვენიათ?
ჩვენ ვეცდებით, რომ დავიცვათ ჩვენი ხატი, ჩვენი სამშობლო!

                                                                                მარიამ ჭიღლაძე



                                    საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

     საქართველო პატარაა, მაგრამ ქართველი ერი დაუმარცხებელია. ბევრი ომი მოუგიათ: თურქ-სელჩუკებთან, ოსებთან, სპარსელებთან და ა.შ. მეფე დავით აღმაშენებლის დროს საქართველო ბრწყინავდა, დღეს რუსეთთან ომს მოჰყვა საქართველოს დაპატარავება. ქართველი მეომრები იცავდნენ სამშობლოს და სისხლის ბოლო წვთამდე იბრძოდნენ. ბევრი დაიღუპა, მათ სახელს ქართველი ხალხი არ დაივიწყებს. საქრთველო ქრისტიანული ქვეყანაა, ამიტომ მტერი ვერ დაგვამარცხებს.

                                                                                  ნიკოლოზ შუღლიაშვილი

* * *

       მე ვარ ანა მარიამიძე. მე ძალიან მივარს საქართველო, მივარს ჩემი გორი, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე. ჩვენ საქართველოს ოდითგანვე მტრები ესეოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ამა ომს მეც მოვესწრებოდი. მე ძალიან განვიცადე როცა გორი დაიბომბა, ვლოცულობდი ყველ ჩემი ახლობლებისათვის.
      მჯეროდა რომ საქართველო გადარჩებოდა, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრია ჩვენი ქვეყანა.

                                                                                     ანა მარიამიძე


                                                ტკივილიანი არდადეგები

      მე ვარ ნათია ცაციაშვილი, ვარ ქართველი და დავიბადე საქართველოში, ქალაქ გორში, ულამაზეს შიდა ქართლში. ჩვენ დასასვენებლად წავედით სოფელ ქვიშხეთში, როცა გავიგეთ ომი დაიწყო ჩვენს ქალაქშიო, ძალიან შემეშინდა. საშინელი თვითმფრინავები ბომბებს აყრიდნენ გორს. დაინგრა ბევრი სახლი, დაიღუპა ბევრი ადამიანი და ბევრი ქართველი ჯარისკაცი. ძალიან ვნერვიულობდი და ვტიროდი დაბომბვის დროს, რადგან ჩემი დედიკო, ბებო, პაპა და დათო ბიძია ყველანი გორში იყვნენ. დედიკო მეორე დღეს გამოიქცა დაბომბილი გორიდან. ქვიშხეთშიც ისმოდა აფეთქებების ხმა, ამბობდნენ ოსიაურს აფეთქებენო.ჩემი თვალით ვნახე საშინელი თვითმფრინავები, რამდენჯერმე გადაგვიფრინეს და გული გაგვიხეთქეს. მაგრამ მტრის ჯინაზე გადარჩა ჩვენი საქართველო, ჩვენი ლამაზი ქალაქი, ჩვენი სახლები, ჩემი სოფელი ქვეში.
     საქართველო გაბრწყინდება, გაძლიერდება და განათდება აწ და მარადის!!!

                                                                                    ნათია ცაციაშვილი



                                      ჩემი ცრემლიანი არდადეგები

      ჩემი ზაფხულის არდადეგები სადგერში დაიწყო. სადაც ჩემ ძმასთან, დედასთან, დეიდებთან და ჩემ დეიდაშვილ ანასთან ერთად ვერთობოდი, ტყეში ვსეირნობდი.
     8 აგვისტოს  დილით გავიგეთ ჩვენი ქალქის, გორის დაბომბვის ამბავი. ყველას ძალიან შეგვეშინდა. დედებმა ტირილი დაიწყეს და ჩვენც ავტირდით. მეორე დღეს მამა ჩამოვიდა და სასწრაფოდ თბილისში წაგვიყვანა. გზაში რომ მივდიოდი თავზე თვითმფრინავმა გადაგვიფრინა, შეგვეშინდა და ხეებში დავიმალეთ.
     თბილისში შესულებმა რადიოთი მოვისმინეთ, რომ ბორჯომის ტყეს ცეცხლი ეკიდა. მე ძალიან დამწყდა გული ჩემი საყვარელი ტყე რომ დაიწვა.
    საშინელება იყო დაცარიელებული და დაბომბილი ქალაქის ნახვა. ვფიქრობდი გორში ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით, მაგრამ ღმერთმა დაგვიფარა და დღეს ჩვენ გორში, ჩვენს საყვარელ ქალაქში დავდივართ, ვწავლობთ, ვცხოვრობთ. . . 


                                                                                     თენგო  ფერშანგიშვილი



                                                     ჩემი სამშობლო ჩემი ხატია

       მე ძალიან მიყვარს სამშობლო – ჩემი საქართველო.
      გული მტკივა მის თავზე დატრიალებული ტრაგედიით. მჯერა, რომ ჩვენ ვერ დაგვაჩოქებს ვერც ერთი მტერი, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და
მისი ტერიტორიების წართმევას უფალი არ აპატიებს არავის.
       მე მინდა მენახოს ჩემი სამშობლო გაბრწყინებული.
                                                                                 
                                                                                  ნინო მაისურაძე




                                     ჩემი სამშობლო, ჩემი ხატია!

      საქართველო ძალიან პატარა და ძალიან ნატანჯია. მას ოდიდგანვე ბევრი ომი და უბედურება უნახავს.
      საქართველოსთან ერთად, რა თქმა უნდა ჩვენი წინაპრებიც არ იყვნენ სახარბიელო დღეში. ისინი მუდამ დამპყრობლების მოგერიებას უნდებოდნენ და ჩვენი მიწა-წყლის დაცვისათვის თავს სწირავდნენ.
     ჩემი სამშობლო  მეტად სათუთია, მეტად პატარა და მეტის-მეტად ნატანჯია, ჩემთვის საქართველო ძალიან ძვირფასია, რადგან მე მისი შვილი ვარ და მისი სიყვარული მავალია. ეს მოვალეობა ყველას მხრებზე ადევს და ამ ტვირთის ტარება თითეულის ვალია.
უნდა გვახსოვდეს, რომ “ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხატია!

                                                                                     გიორგი რაჯაბაშვილი


                                             საქართველოს ტკივილი

      მე ნინი აწკარუნაშვილი დავიბადე საქართველოში,  ქალაქ გორში. ძალიან მიყვარს ჩემი პატარა და ლამაზი ქალაქი. მაგრამ ბევრი უბედურება დაატყდა თავს. 7 აგვისტოს რუსების თვითმფრინავები თავს დასტრიალებდნენ ჩვენს ქალაქს. 8 აგვისტოს დაიბომბა ქალაქი გორი და გორის რაიონები. დაინგრა ბევრი სახლი, დაიღუპა ბევრი ახალგაზრდა, ბავშვები და მოხუცები. მტრებმა ტყვედ აიყვანეს სოფლებიდან უამრავი ხალხი. დედიკომ და მამიკომ მე და ჩემი და წაგვიყვანეს ქვიშხეთში. მაგრამ იქაც ისმოდა აფეთქების ხმა. იქაც შეშინებულები ვიყავით. მეგონა აღარასოდეს დავბრუნდებოდი ჩემს ქალაქში და სკოლაში.
     მალე გაბრწყინდება საქართველო!

                                                                                    ნინი აწკარუნაშვილი



                                   ტკივილიანი არდადეგები

      მე ვარ მარიამ წიქარიძე. დავიბადე და გავიზარდე  ქალაქ  გორში. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. 8 აგვისტოს როცა გორი პირველად დაიბომბა ჩვენ გორში ვიყავით და ძალიან შევშინდით.  9 აგვისტოს კი ატენში წავედით, ჩემს სოფელში. ვნერვიულობდით ჩვენი ქალაქი მთლად რომ არ გაენადგურებინათ. შემდეგ ბიძაჩემი მოვიდა და თბილისში წაგვიყვანა მე და დადიკო. მეგონა გორში ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი.
      და მე მჯერა რომ საქართველო ყველა ომში გაიმარჯვებს!

                                                                                    მარიამ წიქარიძე


                                ჩემი სამშობლო ჩემი ხატია

    ქართველელები სამშობლოს მოყვარული, ძლიერი და მამაცები ხალხია. მათმა თავგანწირვამ მოგვიყვანა დღევანდლობამდე. მეც ქართველი ვარ და ძალიან მეამაყება. ჩვენ უძველესი ერი ვართ.
    ჯერ პატარა ვარ, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე ომი. რუსული აგრესია. მათი ბომბდამშენებიდან  ჩამოყრილი ბომბების გამაყრუებელი ხმები, დანგრეული სახლები, სკოლები. დაიხოცა უდანაშაულო ადამიანები.
    ვუყურებდი ომში ამაყად მიმავალ ავტომატიან ბიჭებს, რომელთაგან ბევრი ცოცხალი უკან აღარ დაბრუნებულა.
    მეც მინდა მალე გავიზარდო და თუ დასჭირდა ჩემს ქვეყანას, ამ ბიჭებს შევენაცვლები და სამშობლოს ერთ მტკაველსაც არ დავუთმობ მტერს.
 
                                       “მიტომ გაგვზარდა დედამა, 
                                        მისთვის გვეტყოდა ნანასა-
                                        ტანზე აბჯარი ავისხათ,
                                        მუდამ ვლესავდეთ დანასა,
                                        რომ შიშს უგდებდეთ გულშია
                                        მეზობელს მეტიჩარასა,
                                        არ ვაქელინო სამშობლო
                                        მეტოქეს ათას-გვარასა!”

    მე ქართველი ვარ! როგორც ყველა ქართველს მეც ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და რა საკვირველია ხშირად გავიმეორებთ პოეტის სიტყვებს: “ჩემი ხატია სამშობლო!”

                                                                                    თორნიკე ზარიძე


                                          ჩვენი ტკივილი

     მე ვარ გიორგი იმერლიშვილი. დავიბადე სოფელ ტირძნისში. ჩემი სოფელი ცხინვალთან ახლოს მდებარეობს. 7 აგვისტოს ჩემს მეგობრებთან ერთად ბურთს ვთამაშობდი, ამ დროს დედამ დამიძახა და სახლში წამიყვანა. დედიკოს ჩემი და ჩემი დების ნივთები ჩანთაში ჩაელაგებინა, მე ვიფიქრე ალბათ ბათუმში მივდივართ მეთქი, რადგან ზღვაზე ვაპირებდით წასვლას. დედამ თბილისში წაგვიყვანა. გზაში მე ბევრი სამხედრო მანქანა და ტანკი დავინახე. დედას შეშინებული სახე ჰქონდა, ჩვენ კი არაფერს გვეუბნებოდა.
      თბილისიდან დედა სოფელში რეკავდა, თურმე მთელი ღამე ჩემი სოფელი იბომბებოდა. მეორე დღეს ბებო და პაპაც ჩამოვიდნენ თბილისში. ტელევიზორში ვნახე დაბომბილი გორი. მე ძალიან ვნერვიულობდი, მეგონა ჩემს სოფელს, ჩემს სკოლას, ჩემს სახლს ვეღარ ვნახავდი, მაგრამ ღვთის წყალობით ყველაფერი უვნებელი დამხვდა. ამ ომს ბევრი ქართველი შეეწინა, დავკარგეთ დიდი ტერიტორიები, დაიწვა ბევრი სახლი.
    მე იმედი მაქვს საქართველო  არ დაიჩოქებს რუსი და ოსი აგრესორების წინაშე.
    უფალი დაეხმარება ღვთისმშობლის წილხვედრ მხარეს და საქართველო გაბრწყინდება. მინ!
               
                                                                                   გიორგი იმერლიშვილი



                                      ჩემი ლამაზი სამშობლო

   მადლობა უფალო, რომ მე დავიბადე ამ ულამაზეს და უმშვენიერეს საქართველოში, რომ ვარ ქართველი.
                                        “საქართველო ლამაზო,
                                          სხვა საქართველო სად არის?”

    ჩვენი სამშობლოს ნაირი ლამაზი ქვეყანა, ქვეყნად არ მეგულებ.  ქვეყნად ჩვენი ხალხის ნაირი ერი არსად არ არის.
                                                            “ქართული მარტო ენაა?!
                                                             ქართული ქართველთ რწმენაა!
                                                             ღმერთია, ბედისწერაა!
                                                             ზღვა  როა,   იმოდენაა!!!”


    ჩვენ პატარა სამშობლო გვაქვს. ჩვენ მრავალ საუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები გვაქვს. ჩვენი ისტორია მწარე, ტკივილიანი, მაგრამ ამაყი და დიადია. რადგან ჩვენ უდიდესი მეფეები გვყოლია.
                                                            “ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს,
                                                              სამშობლო, თავის ერია,
                                                              არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
                                                              ეხვიოს თავზე მტერია!”

    გადარჩა დღეს ჩვენი სამშობლო. ამ უთანასწორო ბრძოლაში. აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო დაიღუპა უამრავი უანაშაულო ადამიანი და ჩვენი მამაცი     ჯარისკაცები.     ჩვენ სანამ ცოცხლები ვარ არ დავივიწყებთ მათ ნათელ ხოვნას.
    ღმერთო გადმოხედე და გააძლიერე საქართველო. ამინ!

                                                                                   ლუკა გოგოლაძე